დახურვა
სტილი
21.09.2021

საკმაოდ დიდი  ხანია მომღერალმა ლელა წურწუმიამ ტელეწამყვანობა შეითავსა და საკუთარი გადაცემა „სტუმრად ლელასთან“ გააკეთა. წურწუმიას სტუმრები საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არიან, რომლებიც აქამდე უცნობ თავგადასავლებზე ეთერში ჰყვებიან და ხალისობენ. 

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით წურწუმიამ გადაწყვიტა სატელევიზიო ეთერი პოლიტიკოსებისთვის დაეთმო.

მან ერთი დღე ნიკა მელიასთან და ელენე ხოშტარიასთან ერთად გაატარა და სტუმრებს გლდანში მიაკითხა. როგორც აღმოჩნდა ლელამ გლდანის ქუჩები კარგად არ იცოდა. გარეუბნის ყველაზე ცნობილ ადგილებთან „შაურმების ქუჩაზე“ „გაიჭედა“. სანამ მას ნიკასთან მისასვლელ გზას ტელეფონით ასწავლიდნენ ლელამ მხიარულად აღნიშნა:

„დილას რომ ქალი შაურმით დაიწყებს, ის ყველაფერს გააკეთებს, რაც გინდა დაავალე, ოჯახსაც გაუძღვება და საერთოდ ყველაფერს მოაგვარებს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×