დახურვა
სტილი
27.09.2021

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც.

ამჯერად თამო ვაშალომიძე ორიგინალურ კადრებს აქვეყნებს, რომელშიც ის კიმ კარდაშიანის ცნობილი „ლუქის“ იმიტაციას აკეთებს. როგორც ცნობილია, კიმ კარდაშიანი Met Gala-ს ღონისძიებაზე ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი არაორდინარული სამოსით გამოჩნდა. თამო ვაშალომიძემ კი მსგავსი სამოსი მოირგო და ორიგინალური ფოტოსესია მოაწყო, რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა: „თეთრი ვაშალომიძე ჯობს შავ კარდაშიანს“, „ყველას ჩვენი კარდაშიანი გვყავს”, „ნუ ბაძავს სხვებს, რამე ახალი შექმენი“, „აბა რა, ვისზე ნაკლები ხარ?!“ - წერენ „ინსტაგრამზე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×