დახურვა
სტილი
09.10.2021

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. ტელესახე წერს, რომ ყველა დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს:

„სიტყვები არ მყოფნის... გული მეწვის!!! რა საშინელება მოხდა... იქ, სადაც ყველაზე დაცული ხარ, სახლში!!!.... ამდენი ადამიანის სიცოცხლე, მე მხოლოდ გარდაცვლილებს არ ვგულისხმობ, მათ ოჯახის წევრებსაც ვგულისხმობ... ისინიც შეეწირნენ ამ ტრაგედიას. ბათუმი და სრულიად საქართველო გლოვობს თითოეული ადამიანის დაკარგულ სიცოცხლეს. სულ ცოტა ხნის წინ ვიძახდი, როგორი შიშები მაქვს, სულ მაქვს, ალბათ, ბევრს ჩემსავით ექნება, სადღაც რომ გადიხარ და სულ გეშინია, ცუდი ამბავი არ გაიგო, ბავშვი გირჩევნია, სახლში იყოს, სხვა ოჯახის წევრებიც, თითქოს მშვიდდები, რომ იცი ყველა სახლშია... ეს ის შემთხვევაა, როდესაც ოცნებობ, არავინ ყოფილიყო სახლში... როგორ მტკივა გული, როგორ მეცოდება ყველა... რატომ ხდება ასეთი რაღაცები? იმედი მაქვს, ყველა სათანადოდ დაისჯება, ვინც არ მიხედა ამ სახლს, ვინც მზიდი კედელი ჩამოანგრია, ვინც უფლება დართო დაეშენებინათ სართულები, ვინც არ შეამოწმა, მაგრამ დაისჯება და რა? რა შეიცვლება ამით.... ვიზიარებ ყველას მწუხარებას, გამაგრდი, ჩემო საყვარელო ბათუმო" - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×