დახურვა
სტილი
09.10.2021

ბოლო დროს მომღერალი მარიამ ელიეშვილისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურის შესახებ უამრავი ჭორი ვრცელდება.როგორც თავად ლაშა ბექაურმა თქვა, წლების წინ ის მართლაც იყო მოხიბლული ულამაზესი მომღერლით და მას ლექსებსაც კი უწერდა, თუმცა ახლა ისინი მხოლოდ მეგობრები არიან. ამის შესახებ მარიამ ელიეშვილმა ნოე ჟორჟოლიანის შოუში სტუმრობის დროს ისაუბრა: „ლაშამ ერთ-ერთ გადაცემაში მოყვა ისტორია, რომ ლექსებს მიძღვნიდა და მას შემდეგ დაგვაწყვილეს. ზოგს ძალიან მოსწონს ჩვენი წყვილი, ზოგი ასაკს მიწუნებს, ცოტა დიდიაო. აქვე უნდა ვთქვა, 24 წლის გავხდი ცოტა ხნის წინ, უფრო დიდი რომ არ ვეგონო ხალხს. ჩვენი საერთო ფოტო ოლიმპიადამდე ავტვირთეთ, კარგ ფეხზე გავუშვი, ოქროს მედლით ჩამოვიდა" - ამბობს მომღერალი.

მარიამ ელიეშვილმა გადაცემაში კარიერასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს საზღვრებს გარეთ გასტროლისთვის ემზადება: „ამ გადაცემიდან ერთ კვირაში საზღვარგარეთ იწყება ჩემი კონცერტები და ეს ფაქტი ძალიან მახარებს" - თქვა მარიამ ელიეშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×