დახურვა
სტილი
11.10.2021

44 წლის მოდელი კრისტი ყიფშიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და "ინსტაგრამის" გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერის დაწყებიდან 20 წელზე მეტი გავიდა, კრისტი სამოდელო სფეროში დღემდე მოთხოვნადი სახეა და ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაღებაში:

„ძალიან ხშირად მომიყოლია, მაგრამ სულ სიამოვნებით გავიხსენებ სასტუმრო „მეტეხში“ მაკა ნაცვლიშვილის ჩვენებას, სადაც პირველად გამოვედი პოდიუმზე. 17 წლის ვიყავი. მაშინვე მივხვდი, რომე ეს საქმე ძალიან მომეწონა. არ ვიცოდი, რამდენ ხანს ვიქნებოდი ამ სფეროში. ზოგისთვის ეს 5 წელია, 

ზოგისთვის - 10… დღე, როცა პირველად დავდგი ფეხი პოდიუმზე, საკუთარი დაბადების დღესავით მიყვარს“ - ამბობდა ის.

ამჯერად კრისტი „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს და გამომწერებისგან, როგორც ყოველთვის, უამრავ კომპლიმენტს იღებს: „ძალიან ლამაზი და სექსუალური“, „ყველაზე ბუნებრივი სილამაზე“, „სასწაულად გამოყურები, კრისტი“, „მაგარ ფორმაში ხარ“ - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×