დახურვა
სტილი
11.10.2021

ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.

როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.

სწორედ მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს ქეთო თოფურიძე 

„ინსტაგრამზე“ და გამომწერებისგან არაერთ კომპლიმენტსაც იღებს. პოპულარული შვილებისგან განსხვავებით, ნიკო თოფურიძე კამერების წინ იშვიათად ჩნდება. ის რამდენიმე წლის წინ ბიზნესიდან პოლიტიკაში წავიდა და „ქართული ოცნების“ რიგებს შეუერთდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×