დახურვა
სტილი
11.10.2021

მომღერალ ანი ღონღაძისა და ფეხბურთელ გიორგი თექთურმანიძის ცხოვრებაში ძალიან ბედნიერი პერიოდია - ისინი მალე პირველი შვილის მშობლები გახდებიან. წყვილმა გიორგის ავარიის შემდეგ ურთულესი პერიოდი გამოიარა, საბედნიეროდ, გიორგი გადარჩა და რეაბილიტაციის შემდეგ საქმიანობა მწვრთნელის ამპლუაში გააგრძელა.

"მეექვსე თვეში ვარ. მაისში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ ჩემი სურვილით, ამ ამბავს დიდხანს ვმავალავდით. რატომღაც ასე მინდოდა და ჩემი მდგომარეობაც მაძლევდა საშუალებას, ჯერჯერობით არ გამეხმაურებინა. უპრობლემო ორსულობა მაქვს და გამიადვილდა. ოჯახისა და ახლო მეგობრების გარდა არავინ იცოდა. ეს ჩვენთვისაც ძალიან სასიხარულო და მოულოდნელი ამბავი იყო. ვგეგმავდით, მაგრამ მაინც მოულოდნელი გამოვიდა. ივლისში გავიგეთ, რომ ბიჭი გვეყოლებოდა და ჩემი მეუღლისთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა. კი ამბობდა, არ აქვს მნიშვნელობაო, მაგრამ მგონი, მისთვის მაინც ჰქონია" - განუცხადა ანი ღოღნაძემ "თბილისელებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×