დახურვა
სტილი
12.10.2021

საოპერო მომღერალი ნატალია ქუთათელაძე და მისი მეუღლე აჩიკო ჯაფარიძე რამდენიმე კვირის წინ ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც სანდრო დაარქვეს. საზოგადოებას სასიამოვნო სიახლე ნატალიას მეგობრებმა გაუზიარეს. წყვილმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღო.

ამჯერად ნატალია ქუთათელაძე შვილის პირველ ფოტოებს აქვეყნებს: „სიყვარული“ - წერს ის. პატარა სანდრო ფოტოებში ოთხფეხა მეგობრებთან ერთად პოზირებს და უამრავ კომპლიმენტსაც იღებს: „რა სიცოცხლეა“, „გასაგიჟებელი ბიჭია“, „საოცარი ვინმე გყავთ” - წერენ „ინსტაგრამზე“. სანდრო ნატალიასთვის პირველი, ხოლო აჩიკოსთვის მეოთხე შვილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×