დახურვა
სტილი
19.10.2021

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სხვადასხვა მიზეზით ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. ცოტა ხნის წინ მან საზოგადეობას სასიამოვნო სიახლე გაუზიარა და თქვა, რომ მეორე შვილს ელოდებოდა. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის ბავშვის მამაზე საჯაროდ არ საუბრობდა.

ამჯერად კი ალექსანდრა პაიჭაძემ ურთიერთობის გასაჯაროება გადაწყვიტა და პარტიორთან, ბიზნესმენ დავით კოდუასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა: „მისტერ და მისის კოდუა“ - წერდა ის. მოგვიანებით კი „ინსტაგრამის“ საშუალებით გამომწერებს ვიდეოებიც გაუზიარა: „მიყვარხარ ყველაზე მეტად, ყველაზე კარგო! ვინმე დაიჯერებს, რომ შეიძლება, ეს ადამიანი არ გიყვარდეს უზომოდ? უამრავი ადამიანის ცხოვრების სიკეთის სხივი, ბედნიერებისთვის დაბადებული. იმედია, ოდესმე მოგიყვებით ამ გიჟზე! ერთს გეტყვით გოგოებო, არც ასაკი აქვს სიყვარულს და არც ლიმიტი. გვიყურეთ ბევრი წელი და ისწავლეთ! ფსკერის კამბალებს კიდევ არაფერი გეშველებათ. რისიც გჯერათ, მხოლოდ ის მოგსვლოდეთ ცხოვრებაში“ - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×