დახურვა
სტილი
19.10.2021

მსახიობმა ანი ბებიამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ანი ამბობს, ის ნაოჭებსა და თვალის უპეებთან დაკავშირებით გააკრიტიკეს. მსახიობი თავის მხარდამჭერებს გამხნევებისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ფიზიკურობის გამო ადამიანის დაბულინგება მიუღებელია.

„ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა ნაოჭებმა და თვალის უპეებმა, კიდევ რაღაცებმა, მაგრამ აღარ მინდა დაკონკრეტება… მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარში დამიდგა, თუმცა მხარში დამიდგა ცოტა სხვა ნათქვამია, – თავისი აზრი დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანს მისი გარეგნობიდან გამომდინარე არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა … დიდი მადლობა, გოგოებო“, - ამბობს ვიდეომიმართვაში მსახიობი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×