დახურვა
სტილი
20.10.2021

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ყველას ცხოვრება შეცვალა და განსაკუთრებით ხელოვან ადამიანებს შეუშალა ხელი საქმიანობაში, მომღერალი ლოლა წერეთელი თითქმის ჩვეული ტემპით აგრძელებს კონცერტების ჩატარებას. ზაფხულში ის საქართველოში იყო, ახლახან – ნიუ-იორკში, თუმცა ამ ეტაპზე სტაბილურად მოსკოვში ცხოვრობს.

ლოლა წერეთელი: ახლახან დავბრუნდი ნიუ-იორკიდან. იქ ახალგაზრდა ქართველი კაცის რესტორანში რამდენიმე კონცერტი ჩავატარე. ამ ბიჭს ორი რესტორანი აქვს ერთი დასახელებით: Royal Palace Tbilisi – უგემრიელესი საჭმელებითა და ქართული მასპინძლობით. ივნისში იქ სამი კონცერტი მქონდა, ახლა – ექვსი. მონატრებული ხალხი მეფერებოდა, ძალიან კარგია ნიუ-იორკი, ემოციებით სავსე დავბრუნდი რუსეთში. მოსკოვში მაქვს სტაბილური სამსახური და სამ ჩვენებურ რესტორანში ვმუშაობ. ზაფხულში საქართველოშიც მქონდა კონცერტები ორი თვის განმავლობაში. მერე ისევ ჩამოვედი, რადგან აქ არაფერი არ ჩერდება, ყველაფერი მუშაობს.

ძალიან ხელგაშლილი ვარ. ხელგაშლილი რომ არ ვიყო, ალბათ, მილიონერი ვიქნებოდი, მაგრამ სხვანაირად არ გამომდის. ვერ ვიტყვი, რომ რამეზე განსაკუთრებულად ვარ ჩაციკლული. ტანსაცმელი მჭირდება, რადგან სცენა მოითხოვს კოსტიუმების მრავალფეროვნებას და ამიტომ ვყიდულობ. სამკაული, მგონია, რომ ყველა ქალს უყვარს და არც მე ვარ გამონაკლისი.

ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს. ყველაფერს წინასწარ ვგრძნობ. შემიძლია, ზუსტად ვთქვა, რა იქნება ხვალ. ადამიანს რამე თუ შესთავაზეს, ზუსტად შემიძლია ვუთხრა, გამოვა თუ არა ის საქმე. რამდენიმე წელია, რაც ეს უნარი აღმოვაჩინე საკუთარ თავში. ჩემი მეგობარი ქმარს ელოდა, უცხოეთიდან უნდა ჩამოსულიყო. მაშინ ქობულეთში ვიყავით და მითხრა, ათ სექტემბრამდე ჩამოვაო. მე ვუთხარი, არა, ეგ 25 სექტემბერს ჩამოვა-მეთქი და აღმოჩნდა, რომ ზუსტად 25-სთვის ჰქონდა ბილეთი აღებული.

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×