დახურვა
სტილი
21.10.2021

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს და ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ის ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს ხშირად სტუმრობს. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნუკი პოპულარული შოუ „ნიჭიერის“ ერთ-ერთი წამყვანია. შოუს პირდაპირი ეთერების დაწყებამდე კი ის შვილთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა.

ცოტა ხნის წინ ნუკი კოშკელიშვილმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ამერიკელებს ის უსახლკარო ჰგონიათ: „აი, ასე ვარ სახლიდსნ გამოსული, ხალხო, მაქვს ბრონქიტი, ახლა გავიკეთე ტესტი და იმედია, კოვიდი არ მაქვს. ასე ვარ ასული ავტობუსში, „ბომჟივით“, ვახველებ, სპორტულები მაცვია, მიყურებენ და ფიქრობენ, ეს უბედური, უსახლკაროო... მე კიდე ვზივარ და ვფიქრობ, ღმერთო, არის ქვეყანა, სადაც მე მიმყავს „ნიჭიერი“, ისეთი მაგარი ვარ, რომ „ნიჭიერი“ მიმყავს“ - ამბობს ნუკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×