დახურვა
სტილი
22.10.2021

მომღერალი ლიზა ყენია „ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს ფოტოებს და გამომწერებთანაც აქტიური კომუნიკაცია აქვს. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მომღერლის თამამი ფოტოები კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.

ყოველთვის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ლიზა ყენიას სტილი და ჩაცმულობა. გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ლიზა შესანიშნავ ფორმაშია და გემოვნებიანად იცვამს. როგორც მისი ფოტოებიდან ჩანს, ლიზა უპირატესობას სპორტულ სტილს ანიჭებს და ყოველდღიურად „ქეჟუალ" სტილს ირგებს, თუმცა ეკრანზე გამოჩენისას ის ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება.

ინტერესის საგანია მომღერლის პირადი ცხოვრებაც. ლიზამ წინა ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დაასრულა და, როგორც თავად ამბობდა, თავს მარტო ძალიან კარგად გრძნობს. მიუხედავად ამისა, მისი მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა და რამდენიმე დღის წინ მან მეგობარ ბიჭთან ერთად გადაღებული ფოტოები კვლავ გამოაქვეყნა, თუმცა მის ვინაობას მომღერალი არ ასახელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×