დახურვა
სტილი
26.10.2021

ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. ნანიკო საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს.

განსაკუთრებული ინტერესის საგანია ნანიკო ხაზარაძის პირადი ცხოვრებაც. როგორც ცნობილია, მან მეორედ რამდენიმე წლის წინ ლევან მათითაშვილზე იქორწინა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ურთიერთობას არ მალავს და საერთო ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს, ისინი საჯაროდ პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობენ.

ნანიკო ხაზარაძის გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ მას წლები ვერაფერს აკლებს და 

მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურება. მიუხედავად ამისა, ცოტამ თუ იცის, რომ მისი შვილი ლულუ ნუცუბიძე უკვე სტუდენტია.

„49 წლის ვხდები“ - წერს ნანიკო „ინსტაგრამზე“ და, როგორც ყოველთვის, გულშემატკივრებისგან უამრავ კომპლიმენტს იღებს: „ნანიკო, ძალიან საყვარელი ხარ“, „ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურები“, „არ არსებობს...“ - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×