დახურვა
სტილი
26.10.2021

დალი ჩიტალაძე ყოველთვის გამორჩეულ ფორმაში ჩნდება საზოგადოების წინაშე, რის გამოც მე და ალბათ, ბევრ თქვენგანსაც წარმოგვიდგენია, რომ ეს ქალბატონი თავის მოვლასა და სამოსზე განსაკუთრებით დიდ თანხებს ხარჯავს.

"ფინანსებთან პრაგმატული დამოკიდებულება არასდროს გამომდიოდა. ფული რომ დამჭირდებოდა, მერე ვიწყებდი იმაზე ფიქრს, როგორ მეშოვა. გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ ფული ცხოვრებაში არ შემინახავს. მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ, არავინ ვიცით, ხვალისთვის რას გვიმზადებს განგება. თუმცა, თეთრი შურით მშურს მათი, ვისაც ფული აქვს გადადებული „შავი დღისთვის“. სხვათა შორის, მეუღლეც ჩემნაირია (იცინის). ახლა ორივე ვნანობთ, როცა ბევრი გვქონდა, მაშინ რომ არ შევინახეთ, მაგრამ გვეგონა, ყოველთვის ასე იქნებოდა. შენახვით ხომ ვერ ვინახავ, მაგრამ რომ ვიცი, ჰონორარი მაქვს ასაღები, იმასაც წინასწარ ვხარჯავ" - განუცხადა დალი ჩიტალაძემ "თბილისელებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×