დახურვა
სტილი
27.10.2021

თიკა ფაცაციას ახლახან 40 წელი შეუსრულდა. ის, როგორც ჟურნალ „სარკესთან“ აღიარებს, უკვე ბებიობაზე ფიქრობს.

თიკა ფაცაცია:

„უფროსი შვილი, ანდრო 21 წლისაა და მომავალ 10 წელიწადში რატომ არ შეიძლება, ოჯახი შექმნას?! რა თქმა უნდა, მე არავის ვაძალებ და არავის ცხოვრებაში არ ვერევი. ანდრო უკვე ჩამოყალიბებულია თავის ცხოვრებაში. ძალიან გონიერი ადამიანია და ზუსტად იცის, რა უნდა. მის ასაკში ბევრ რამეში არ ვიცოდი, რა მინდოდა. ახლაც კი მაქვს საკუთარი თავის შეცნობის მომენტები. შუათანა, იოანე, გარდატეხის პერიოდისთვის ემზადება და ვნახოთ, როგორი იქნება ეს ეტაპი. ალექსანდრე კი ახლა აყალიბებს თავის ხასიათს…“

წყარო: ჟურნალი „სარკე“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×