დახურვა
სტილი
27.10.2021

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი ჟურნალ „სარკეს“ უყვება იმის შესახებ, თუ რამდენად რთული აღმოჩნდა მისი ცხოვრება ლამაზი კაბების, ვარცხნილობისა და მაკიაჟის მიღმა…

ქეთი ხატიაშვილი:

„როგორც გარედან ჩანს, ლამაზი კაბები, ვარცხნილობა, მაკიაჟი, გადაღებული ფოტოები – ისეთი ბრწყინვალე არ არის. ბევრი სირთულე გავიარე, ოჯახის დანგრევა, გაჭირვება, სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ.

ზოგადად, ძალიან მიყვარს გამონათქვამი, შეცდომებზე სწავლობენო. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი, გამოცდილი და სწორი თეორია, ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა…“

წყარო: ჟურნალი „სარკე“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×