დახურვა
სტილი
28.10.2021

ქართული ესტრადის ერთ-ერთმა პოპულარულმა სახემ, მომღერალმა ლაშა ღლონტმა, თავის დროზე პროფესიად ექიმობა, კერძოდ კი, ქირურგობა აირჩია და დიდხანს იყო ჰიპოკრატეს ფიცის ერთგული.

დიდი ბაბუა დედის მხრიდან რაჭის ერისთავი ჰყავდა, რომლის სახელს ხალხურ ფოლკლორში “ასლანური მრავალჟამიერი” უკავშირდება. სიმღერის გენეტიკურმა სიყვარულმა მოსვენება დაუკარგა და საკუთარი თავი გურამ თამაზაშვილის მიერ შექმნილ ანსამბლში იპოვა. თავიდან ქალაქური სიმღერების მიმართულებას ხელმძღვანელობდა, მაესტროს გარდაცვალების შემდეგ კი მისი საქმის გამგრძელებელი და სულისჩამდგმელი გახდა. მომღერალმა ,,სარკეს” საქმესა და პირადზე უამბო.

ლაშა ღლონტი: მე ქირურგი ვარ, ბევრგან მომიწია მუშაობა. რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას, განსაკუთრებულად მძაფრად არ აღმიქვამს ჩემი იქ მუშაობა. ჩემთვის სტაციონარში მყოფი პატიმარი უპირველესად ადამიანი იყო…შემდეგ მქონდა თვალის პრობლემა, ოპერაციის გაკეთება მომიწია. ქირურგის პროფესიაში კი მხედველობა გადამწყვეტია.

ჩვენ ძალიან ახალგაზრდები შევუღლდით, იყო მძიმე 90-იანი წლები, დიდი გაჭირვება… ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო ერთ შვილზე გაჩერება, მაგრამ მაშინ ასე არ იყო. ზოგჯერ ტრანსპორტის ფულიც არ გვქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×