დახურვა
სტილი
29.10.2021

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ორსულობის ამბავიც, რაც მოდელმა მაყურებლებსა და გულშემატკივრებს სულ ცოტა ხნის წინ გაუმხილა. მოგვიანებით კი ის სკანდალში საყვარელი მამაკაცის, დავით კოდუასა და მის ოჯახთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გაეხვა. მოგვიანებით მან საჯაროდ ბოდიშიც მოიხადა.

არაერთი კრიტიკის მიუხედავად, ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურია და ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, გამომწრეებისგან კი კომპლიმენტებსა და დადებით შეფასებებს იღებს: „ისეთი ხარ, საყვარლის ცოლსაც უნდა ახარებდეს შენი არსებობა", „

უნაკლო ქალი ასეთი წარმომიდგენია", „ალექსანდრა, საოცრად ლამაზი ხარ" - სწერენ მოდელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×