დახურვა
სტილი
30.10.2021

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს და ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ის ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს ხშირად სტუმრობს. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნუკი პოპულარული შოუ „ნიჭიერის" ერთ-ერთი წამყვანია. შოუს პირდაპირი ეთერების დაწყებამდე კი ის შვილთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა.

ნუკიმ ამჯერად სოციალურ ქსელში სახალისო ფოტო გამოაქვეყნა: „დავიწტებ იქედან რომ შეუდარებლად ლამაზი ვარ, ყოველ შემთხვევაში ჩემი 3 წლის შვილმა ასე მითხრა ფოტო რომ დაინახა. რას დაარქმევდით ამ ფოტოს? ვარიანტი „მზეთუნახავი" არ მიიღება. უფრო მიმები

მაინტერესებს.." - წერს ნუკი კოშკელიშვილი. როგორ ჩანს, ფოტომ მისი გამომწერებიც გაახალისა: „როცა ორი ბიჭი მოგწონს და ვერცეთს ვერ თმბობ", „როცა გზა ამერია და არ ვიცოდი, სად წავსულიყავი", „მომწონს შენი იუმორის გრძნობა" - წერენ „ინსტაგრამზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×