დახურვა
სტილი
30.10.2021

ილო ბეროშვილი და ანი ბებია ფართო საზოგადოებამ პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, სადაც ანი ეპიზოდურ, ხოლო ილო ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაქორწინდა. ეს ამბავი ბევრისთვის მოულოდნელი იყო და საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ანისა და ილოს ერთი შვილი ჯერი ბეროშვილი ჰყავთ. ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებენ.

ამჯერად ანი ბებიამ სწორედ ქმართან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და გამომწერებისგან არაერთი კომპლიმენტი დაიმსახურა: „თქვენ ორნი სრულ ჰარმონიაში ხართ და ეს იგრძნობა", „ძალიან მიყვარს ეს წყვილი, ანი, ულამაზესი ხარ", „საუკეთესოები ხართ" - წერენ „ინსტაგრამზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×