დახურვა
სტილი
01.11.2021

მსოფლიო და მათ შორის საქართველო რამდენიმე დღეა საშიშ, მისტიურ დღესასწაულს, ჰელოუინს აღნიშნავს, უკვე ნოემბერი დაიწყო და ჰელოუნის ციებ-ცხელებამ ჩაიარა, თუმცა ამ შაბათ-კვირას კოსტუმებისა და გრიმის გარეშე ნამდვილად არ ჩაუვლია. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ და რა ეცვათ ქართველ სელებრითებს ჰელოუინზე.

 

სალი წვერავა

ინფლუენსერი სალი წვერავა 2021 წლის ჰელოუნის საღამოზე კატის კოსტუმით მივიდა, სალის წითელი ტუჩსახცხი და კატის იერი მოუხდა, მასთან ერთად წვეულებაზე გიორგი ჯობავაც იყო, წყვილი საღამოს შესაფერისად იყო გამოწყობილი. 

 

ლიკა პაპავა  და ლინდა ადამია

მომღერალი ლინდა ადამია და ინფლუენსერი ლიკა პაპავა სხვა ცნობილ ქართველ ინფლუენსერებთან ერთად ჰელოუინის დიდ წვეულებაზე იყვნენ. გოგოებს საღამოს შესაფერისად ეცვათ. ლიკამ შავიი ანგელოზის, გედის ფორმა აარჩია, ლინდა კი თეთრი ანგელოზის სამოსში იყო წარმოდგენილი. 

 

ნუკი კოშკელიშვილი 

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაშია, ნუკიმ ბენმა და ოლივერმა ჰელოუინი დიდ ქალაქში აღნიშნეს, სადაც ნუკის ქართველი დიზაინერის სამოსი ეცვა, მაკიაჟი კი თავისი ბრენდის ტუჩსაცხითა და მკვეთრიშავი ნიღბით გაილამაზა. ნუკიმ გამომწერებს ამერიკის ჰელოუინი აჩვენა, სადაც ყველა ფერად-ფერადი სამოსით იყო გამოწყობილი. 

 

ნინი ლაცაბიძე 

ინფლუენსერი ნინი ლაცაბიძე როგორც ყოველთვის ბრჭყვიალა ტონებში გამოეწყო და კაშკაშა სამოსი და მაკიაჟი შეარჩია. ინფლუენსერს ბრჭყვიალები უყვარს და ამ სტილის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს არასდროს მალავს. 

 

ელენიკო რუხაძე 

ელენიკო რუხაძე, ბევრისთვის კი ელენიკო ფოქსი, ჰელოუინზე რამდენიმე მაკიაჟით წარსდგა, ჯერ მელაკუდა, შემდეგ კი წითელი იყო. ელენიკომ მაკიაჟის გაკეტების ვიდეოც გადაიღო და 2021 წლის საშიში საღამოს მოწყობაში გამომწერესაც დაეხმარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×