დახურვა
სტილი
01.11.2021

ყოფილ მოდელსა და დიზაინერს, ანუკი არეშიძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ანუკისა და თბილისის მერის, კახი კალაძის ოჯახი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წყვილი ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და მათი შვილების, განსაკუთრებით კი, ყველაზე უმცროსის, ნიკოლასის ვიდეოებს გამომწერები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან.

კახის და ანუკის ოთხი ბიჭი ჰყავთ, გამომწერები კი ხშირად ეკითხებიან, სურთ თუ არა, რომ გოგოც ჰყავდეთ. ამ კითხვას ანუკიმ ცოტა ხნის წინ უპასუხა და დაწერა, რომ გოგო შვილზე ყოველთვის ოცნებობდა: „მოკლედ, უამრავი შეკითვა 

მივიღე გოგო შვილთან დაკავშირებით, რჩევები და გამოთვლებიც კი, რისთვისაც გულითად მადლობას მოგახსენებთ ყველას. რა თქმა უნდა, გოგო შვილი ყოველთვის მინდოდა, პირველივე შვილიდან, ვიცი, რომ გოგოს მშობლები ძალიან სხვანაირად ბედნიერები და განებივრებულები ხართ. მე, ალბათ, მომავალი ოთხი რძლის სიყვარულით შემოვიფარგლები“ - წერდა დიზაინერი. ამჯერად კი საკუთარ „ინსტაგრამზე“ ერთ-ერთი გვერდიდან პატარა გოგონას ფოტო გააზიარა: „ღმერთო, მაჩუქეთ“ - წერს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×