დახურვა
სტილი
02.11.2021

„მის საქართველო 2012“, "მის სამყაროსა“ და "მის მსოფლიოს" მონაწილე, წარმატებული მოდელი თამთა შედანია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 24 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იღებს.

როგორც ცნობილია, თამთა შედანია რამდენიმე თვის წინ რატი რატიანზე დაინიშნა. რატი პროფესიით ინტერიერის დიზაინერია და, თამთასგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა. თამთა და რატი გუშინ მშობლები გახდნენ, მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც კირა დაარქვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად 

თამთამ გამოაქვეყნა და გამომწერებს ახალშობილთან ერთად გადაღებული ფოტოც გაუზიარა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება, კირა რატიანი“ - წერს მოდელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×