დახურვა
სტილი
02.11.2021

გა­და­ცე­მა­ში "მხო­ლოდ ლე­ლას­თან“ მომ­ღე­რალ­მა რე­ჟი­სო­რი და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი მი­იწ­ვია. წლე­ბია რაც ლელა წურ­წუ­მია და დოი მე­გობ­რო­ბენ. ამ­ჯე­რად, სტუმ­რის ეთერ­ში შეს­ვლამ­დე მომ­ღე­რალ­მა მისი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი გა­იხ­სე­ნა...

ლელა წურ­წუ­მია:

- 2002 წელი დგე­ბო­და, 31 დე­კემ­ბე­რია და ამ დღეს ყო­ველ­თვის კონ­ცერ­ტი მქონ­და. რო­დე­საც სახ­ლში დავ­ბრუნ­დი, მა­შინ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი და სახ­ლი გა­ტე­ხი­ლი და გა­ქურ­დუ­ლი დამ­ხვდა. რაც მქონ­და ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­ღეს, ჩემი სა­კონ­ცერ­ტო კა­ბე­ბიც კი. რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დი, ალ­ბათ მიხ­ვდე­ბით, გარ­და იმი­სა, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა ფი­ნან­სუ­რად უკან დამ­წია, მო­რა­ლუ­რად ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი.

ამა­სო­ბა­ში მა­რი­კოც გა­ვა­ჩი­ნე და იყო სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც ბავ­შვის საჭ­მლის ფუ­ლიც არ მქონ­და. გა­ჭირ­ვე­ბა­ში რო­დე­საც ვარ და გა­მო­სა­ვალს ვე­ძებ და ეს ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის ჩნდე­ბა ხოლ­მე, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მა­ში­ნაც, რო­დე­საც რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა და ეს ადა­მი­ა­ნი არის დოი.

მა­მუ­ლი­ჩა ყო­ველ­თვის არის ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და იღებს მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყე­ტი­ლე­ბებს, მაგ­რამ დოი სა­ჩუ­ქა­რი­ვით და­მე­ცე­მა ხოლ­მე თავ­ზე.

იმ მძი­მე პე­რი­ოდ­ში მო­ვი­და ჩემ­თან და მი­თხრა, - კონ­ცერ­ტი გა­ვა­კე­თო­თო. ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, მჭირ­დე­ბო­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და მო­რა­ლუ­რი შე­გუ­ლი­ა­ნე­ბა, რომ ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას და პრო­ფე­სი­ას დავ­ბრუ­ნე­ბო­დი.

2002 წლის მა­ის­ში და­გეგ­მა ჩემი სოლო კონ­ცერ­ტი სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში, ბევ­რს აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ და იცით, რო­გო­რი კონ­ცერ­ტი იყო და რა რა­ო­დე­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×