დახურვა
სტილი
03.11.2021

ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია რომელიც ნიჭიერის ახალი სეზონის ჟიურის წევრი თავის მოვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ის ასაკს მუდმივად ებრძვის და პერიოდულად ბოტოქსსაც იკეთებს.

ასაკი რატომ არ ტოვებს შენზე კვალს, ახლა ამაზე გვესაუბრე…- „არ ტოვებს? როგორ არ ტოვებს? ამას წინათ საკუთარ თავს ეკრანზე ვუყურებდი და წამოვიძახე, ვაიმე, ვაიმე, რატომ არ გავიკეთე ბოტოქსი-მეთქი. ვიკეთებ პერიოდულად, მაგრამ იმ გადაღებაზე არ მქონდა. ასაკს ვებრძვი მაქსიმალურად, ალბათ, განწყობით. ვცდილობ, ნებისმიერ რაღაცას კარგი მხარე მოვუძებნო, მათ შორის, ჩემს ასაკსაც. პირიქით, მაინტერესებს, რა იქნება მომავალში, როგორი ვიქნები სხვა ასაკში, როგორი ცხოვრება მექნება. მინდა, ათწლეულები მხნედ გავიარო.

წყარო: digest.pia.ge.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×