დახურვა
სტილი
08.11.2021

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის ხშირად აქვეყნებს სახალისო ვიდეოებს, პირად თუ ოჯახურ კადრებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.

ამჯერად სალომე გოგიაშვილი ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა: „დღე მეორე. მოკლედ, გუშინ არ მქონდა სიცხე, მაგრამ, ალბათ, ძილში ამეწია და რომ გავიღვიძე, 37.9 მქონდა. დავლიე წამალი და ახლა მეც და მაშკაც, რომელსაც დღეს დილით დაუდასტურდა კორონა, ვიკეთებთ გადასხმას. რა თქმა უნდა, ძალიან კულტურულად მოვიქეცი, დავრეკე 112-ში, დავრეგისტრირდი, ვაცნობე, რომ მაქვს კორონა, მაგრამ როგორც თქვენთან არ დაურეკავს ოჯახის ექიმს, ისე ჩვენთან არ დაურეკავს არავის. ამიტომ, ნუ გექნებათ ოჯახის ექიმის იმედი. დავდებ ყველა ვიდეოს, გაგიზიარებთ ყველა რჩევას და თუ დაგჭირდებათ, გამოიყენებთ. გადასხმა არის საჭირო, სამი დღე გავიკეთებთ გადასხმას. უამრავი შეტყობინება მომივიდა, რომ ლაივი ჩართეო, თურმე ძალიან ბევრს ჰქონია კოვიდი და აინტერესებთ, რას ვსვამ, როგორ ვმკურნალობ, იმიტომ რომ, ფაქტია, ექიმები არ რეკავენ“ - ამბობს სალომე გოგიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×