დახურვა
სტილი
09.11.2021

ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და ვიზუალი კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ტელეწამყვანი გამომწერებს ხშირად აძლევს რჩევებსაც თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.

რამდენიმე დღის წინ ეკო ფანგანმა გამომწერის კითხვას, თუ რატომ არ თხოვდებოდა, ხუმრობით უპასუხა, რომ უკვე გათხოვდა. ეს ინფორმაცია არასწორი კოტექსტით გავრცელდა და სოციალურ ქსელში არაერთმა გვერდმა დაწერა, რომ ეკო ფანგანმა ჩუმად იქორწინა: „რა არ დაიღალა ეს ბანძი საიტი 

ამ სისულელეებით! მერამდენე ბოდვა უნდა დამიწეროთ? დღეს კოვიდით 74 ადამიანი გარდაიცვალა, ანტივაქსერებმა აგვიკლეს და ესენი რაზე ხარჯავენ დროს, თავიანთ გვერდებს და რესურსს. სპეციალურად დავფარე, რა საიტია, არ ვაპირებ, ვაპიარო“ - წერს ეკო ფანგანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×