დახურვა
სტილი
10.11.2021

მომღერალი ბაბი კირკიტაძე ბევრისთვის საყვარელი და საინტერესო ტელესახეა. ის თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ბაბი განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ბაბი „ინსტაგრამზე" ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ის კორონავირუსითაა ინფიცირებული: „ერთი ამბავი უნდა გაგიმხილოთ, რასაც გიმალავდით, არ გეუბნებოდით. ამასობაში ვარ კოვიდინფიცირებული, მერამდენე დღეა, არ მახსოვს, მაგრამ ბოლოსკენ ვარ. ყნოსვა არ მაქვს, დავკარგე და ძალიან განვიცადე, მაგრამ უნდა გითხრათ, 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ არა აცრა, ასე მარტივად ვერ გადავიტანდი. თან მე მაქვს ქრონიკული ბრონქიტი, რის გამოც შედარებით რთულად წავიდა ეს ყველაფერი. ექიმები ძალიან ყურადღებით არიან. რომ დამიდასტურდა, ჯანდაცვიდანაც სამჯერ დამირეკეს, ჩემმა დაზღვევამაც დამირეკა. დღეს მოვიდნენ და ანალიზებიც გამიკეთეს სახლში და ხვალ იქნება პასუხები” - ამბობს ბაბი კირკიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×