დახურვა
სტილი
11.11.2021

იუმორისტი, ნიკა არაბიძის შოუს სცენარისტი, სიკო ჭუმბურიძე ჟურნალ „გზასთან“ საკუთარი პრინციპების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ არასდროს ღალატობს. მაგალითისთვის, ურჩევნია, რომ პოლიტიკურ სფეროს საერთოდ არ გაეკაროს.

სიკო ჭუმბურიძე:

„ჩემი პრინციპებიდან დაგისახელებთ ერთგულებას, თუნდაც საქმის, ოჯახის, მეგობრის, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩემს იმედადაა; თუნდაც – პოლიტიკასთან დაკავშირებული ჩემი დამოკიდებულების: ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ შემეძლო, დღეს რომელიმე პარტიის მხარდამჭერი ვყოფილიყავი და ჩემი ოჯახის შემოსავალი ცოტათი უფრო მეტი ყოფილიყო, მაგრამ ისევ მირჩევნია, ჩემი იდეის ერთგული ვიყო და პოლიტიკას არ გავეკარო…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×