დახურვა
სტილი
11.11.2021

მსახიობი მაკა შალიკაშვილი პასუხობს ჟურნალ „გზას“ კითხვაზე, როგორ უმკლავდება გაძვირებულ ფასებს.

მაკა შალიკაშვილი:

„ყველაფერი გაძვირდა, ხელფასები კი იგივე დარჩა. ძვირი ჯდება დენის, ბუნებრივი აირის გადასახადი… როგორც ვიცი, ბუნებრივი აირის საფასური კიდეც იმატებს, იმედი მაქვს, რომ მთავრობა, რომელიც ავირჩიეთ, ხელფასებს გაგვიზრდის და მერე იქნებ ხელფასები და პროდუქტებზე ფასების ზრდა დაბალანსდეს…

მთელი ცხოვრება ასე ვარ: ჩემთვის რაც მინდა, ვერასდროს ვყიდულობ. სულ „კაპიკების“ თვლაში ვიყავი და ვარ – წინა მთავრობის დროსაც და ახლაც… რამეზე უარის თქმა მხოლოდ ახლა კი არ მიწევს, სულ ვანგარიშობ, თანხის განაწილებას, დაზოგვას ვცდილობ… სულ გვიჭირს, რაც დავიბადე…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×