დახურვა
სტილი
12.11.2021

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი ხშირად აზიარებენ ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერებისა და გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ.

ამჯერად ირაკლი და ლიზა ახალ ვიდეოს სპორტდარბაზიდან აქვეყნებენ და ერთ-ერთი ცნობილი ფილმის სცენას ასრულებენ: „პირველი ცდა... სიყვარულს მართლაც შეუძლია ფრენა" - წერს ირაკლი. წყვილის ვიდეომ გამომწერების დიდი მოწონება და უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა: „ეს ქორწილის რეპეტიციაა?", „ერთად თანაცხოვრების წლებში თქვენ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები იქნებით, ყველაზე საყვარლები ხართ", „ძლიერი, თავდაჯერებული კაცი და ნაზი გოგო - ასეც უნდა იყოს", „როგორი კრძალვით ექცევა ირაკლი, აი, ესაა სიყვარული" - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×