დახურვა
სტილი
12.11.2021

მაია ასათიანი ბევრისთვის საყვარელი ტელეწამყვანია. ის ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და წლების მანძილზე უამრავი გულშემატკივარიც შეიძინა. მაიას სტილი თუ ჩაცმულობა მუდმივად ინტერესის საგანია და კითხვები მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ხშირად ისმის. მიუხედავად იმისა, რომ თავად არაერთი ცნობილი სახის სიყვარულის ისტორია მოუსმენია, საკუთარზე ხმამაღლა საუბრისგან ტელეწამყვანი ამ დრომდე თავს იკავებს, თუმცა სოციალურ ქსელში მის შესახებ ხშირად საუბრობს: "პირველი ადამიანია, ვინც მითხრა, რომ ჩემთან ყოფნის გამო გაუმართლა, სხვებს არასდროს უთქვამთ" - წერდა ის.

გუშინ, 11 ნოემბერს, ბათუმში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. საქართველო-შვედეთის შეხვედრა ქართველების გამარჯვებით დასრულდა და ამ სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში ბევრი ცნობილი სახე გამოეხმაურა. მათ შორის აღმოჩნდა მაია ასათიანიც: „როცა ფეხბურთელი გიყვარს" - წერდა ის, თუმცა რომელი ფეხბურთელია მისი რჩეული, ტელეწამყვანს არ დაუკონკრეტებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×