დახურვა
სტილი
13.11.2021

წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე" 260 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

ამჯერად ნუცა ბუზალაძე ვიდეოებს აშშ-დან აქვეყნებს. როგორც თავად დაწერა, დროს მეგობრებთან ერთად შესანიშნავად ატარებს და გამომწერებს მათთან ერთად გადაღებულ სახალისო კადრებსაც უზიარებს.

განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ნუცა ბუზალაძის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც მომღერალს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და თეთრი პერანგი აცვია: „საოცრად გამოიუყურები, ნუცა", „უხდები ამერიკას", „ულამაზესი და უნიჭიერესი ხარ", „დედოფალი" - წერენ „ინსტაგრამზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×