დახურვა
სტილი
15.11.2021

მოცეკვავე თეა დარჩია საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც სცენასა თუ ეკრანზე მის გამოჩენას ყოველთვის მოუთმელად ელოდებიან. წარმატებული მოცეკვავეა მისი უფროსი შვილი მარიამ მათიაშვილიც, რომელიც „სუხიშვილების“ დასის წევრია.

მარიამი სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად ფოტოებს, ისე კადრებს კონცერტებიდან და გასტროლებიდან. ამჯერად ის გამომწერების კითხვებს პასუხობს და დედის, თეა დარჩიას შესახებ ემოციურ წერილს წერს:

„საიდან დავიწყო, არ ვიცი, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს. უნიკალური ადამიანია, შეუძლებელი შეძლო ყველა საკითხში და კიდევ 

აგრძელებს ჩემ გაოცებას. მე და დედას განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს, ხშირად ვკამათობთ, მაგრამ ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ჩემთვის ყველაზე სამაგალითო და მისაბაძი ადამიანია. მისი ენერგიის, მიზანდასახულობის, წინსვლისა და შრომისუნარიანობის 10% რომ მქონდეს, ბევრად მეტს მივაღწევდი ცხოვრებაში. უზომოდ მიყვარს და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში. თეა არის ადამიანი, რომლის იმედი ყველგან და ყოველთვის უნდა გქონდეს შვილს, მეგობარს, ნაცნობსა თუ უცნობს“ - წერს მარიამ მათიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×