დახურვა
სტილი
15.11.2021

ლელა წურწუმიასა და კახა მამულაშვილის ქალიშვილი მარიამ მამულაშვილი სოციალურ ქსელში, მშობლების მსგავსად, პოპულარულია და ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს. როგორც ცნობილია, ის ფოტოგრაფიით არის გატაცებული და ულამაზეს კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.

ამჯერად მარიამის ფოტო კახა მამულაშვილმა გამოაქვეყნა და მეგობრებისგან უამრავი კომპლიმენტიც მიიღო: „დარჩი ასეთი, როგორიც ხარ. ძალიან გამაღიზიანებელია უკვე ამდენი ხელოვნური სახის ყურება ეკრანზე, მოგვენატრა ბუნებრივი სახეები“, „ლამაზი და საყვარელი მარიკო“, „რა სათნოა“ - წერენ „ინსტაგრამზე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×