დახურვა
სტილი
16.11.2021

გასულ წელს ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ფრანგული ძვირფასეულობის ბრენდის, Cartier-ის სახე გახდა. სულ ცოტა ხნის წინ კი კომპანიამ ახალი სარეკლამო რგოლი გამოუშვა, სადაც მონიკა ბელუჩისთან, ლილი კოლინზთან, უილოუ სმიტსა და მეისი უილიამსთან ერთად ხატია ბუნიათიშვილიც მონაწილეობს.

ვიდეორგოლს LOVE IS ALL ჰქვია. როგორც მის აღწერაში წერია, მისი მიზანია "გულწრფელი პატივი მიაგოს უნივერსალურ და მარადიულ სიყვარულს“. Cartier-ის თითქმის ორწუთიან რეკლამაში სხვადასხვა სფეროს სულ 12 მსოფლიო ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას: მათ შორის სერიალ Game of Thrones-ის მსახიობი მეისი უილიამსი, 

მომღერალი უილოუ სმიტი, ჰონგკონგელი რეპერი ჯექსონ უონგი, მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და ლეგენდარული მონიკა ბელუჩი. როგორც ცნობილია, გადაღებები პარიზში, ლოს-ანჯელესსა და შანხაიში გაიმართა. სიახლე ხატია ბუნიათიშვილმა გულშემატკივრებს „ინსტაგრამზე“ გაუზიარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×