დახურვა
სტილი
19.11.2021

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში იხსენებს იმ თვისებას, რომელიც თინეიჯერობის ასაკში ჰქონდა და ახლა არ აქვს, არადა, საჭიროა და სხვებსაც ურჩევს:

"ახლა ვფიქრობდი, თინეიჯერობისას ისეთი კეთილი ბავშვი ვიყავი, ყველა მიყვარდა, ყველა ადამიანი გარშემო და ყველაში ვცდილობდი, კარგი მეპოვა... ახლა რაღაც მომენტში დავაფიქსირე, რომ მხოლოდ ის ადამიანები მიყვარს, ვინც ჩემი გარემოცვაა - ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები... მათზე ვგიჟდები, მათ გამო ყველაფერს გავაკეთებ. ხოლო ვინც ამ წრის გარეთ არის, ისინი არ მიყვარს... და მივხვდი, რომ ამაზე უნდა ვიმუშაო. ასე უფრო იოლი იქნება ცხოვრება... ვიღაც არ დამეთანხმება, რომ ალბათ მეტი იმედგაცრუება იქნება და სულაც არ გაიოლდება ამით ცხოვრება... მაგრამ მაინც უნდა ვისწავლოთ რაღაცნაირად ისე სიყვარული, რომ უკან არ ველოდოთ სამაგიეროს. უბრალოდ გვიყვარდეს და მორჩა... ეს ალბათ ძაან რთულია. მაგრამ ვეცდები..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×