დახურვა
სტილი
22.11.2021

ნატალია ყიფშიძე ცნობილი მშობლების შვილია და მისი ოჯახი ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.  ნატალიას მამამ, გიორგი ყიფშიძემ, მესამედ იქორწინა 20 წლით უმცროს ქალზე. ამ ფაქტის გასაჯაროებას ხალხის მხრიდან დიდი გამოხმაურება და მრავალფეროვანი შეფასებები მოჰყვა. ნატალია უმცროს და-ძმასთან, კოსმოსთან და ლუნასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს კი საკუთარ „ინსტაგრამგვერდზე" ხშირად აქვეყნებს.

ამჯერად ნატალია ყიფშიძე დაბადების დღეს მამას, გიორგი ყიფშიძეს ულოცავს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს: „ძვირფასო მამიკო, მინდა მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ მომეცი საშუალება, ვყოფილიყავი ის, ვინც 

ვარ. როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, შენ მამხნევებდი, რომ უკეთ გავმხდარიყავი, არასდროს განმსჯიდი და ყოველთვის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი. ჩვენ ორივე ვხედავდით, როგორ ვიზრდებოდით ერთად და სწორედ ამის გამოა, რომ მეგობრები ვართ. გილოცავ დაბადების დღეს, მამიკო, შენ ნამდვილად საუკეთესო ხარ“ - წერს ნატალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×