დახურვა
სტილი
22.11.2021

მას შემდეგ, რაც ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკა ნაყოფიამ იქროწინეს, მათი ცხოვრება საზოგადოების ინტერესის საგნად იქცა. გულშემატკვირები აქტიურად ადევნებენ თვალს ნანუკას მოგზაურობას ამერიკაში, სადაც ორსულობის ბოლო თვეები გაატარა. მოდელი ულამაზეს ფოტოებს ავრცელებდა სოციალურ ქსელში, რომელსაც სავარაუდოდ მეუღლე უღებდა.

3 თვის წინ, მათ ცხოვრებაში პატარა გოგონა გაჩნა, რომელსაც აივი დაარქვეს. ნანუკამ ამერიკაში იმშობიარა, პირველი თვეც იქ გაატარა და შემდეგ პატარასთან ერთად წყვილი საქართველოში დაბრუნდა.

აივის დედა ბუნებრივად კვებავს და ამ საკითხის პროპაგანდაშიც აქტიურადაა ჩართული.

როგორც ირკვევა, ნანუკამ და ნიკამ შვილი სამი თვის თავზე სვეტიცხოვლის

ტაძარში მონათლეს. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი სოციალურ ქსელში აქტიურია, ხშირად პასუხობს გულშემატკივრების კითხვებს, აივის ნათლობის ამსახველი მხოლოდ ორი, ოჯახური ფოტო გაასაჯაროა. ჯერჯერობით უცნობია ვინ იყვნენ ნათლიები, თუმცა მშობლებისთვის ეს დღე რომ მნიშვნელოვნად თარიღად იქცა, ამას ნანუკას სტატუსიც მოწმობს:

"ამბობენ, როცა სურათში ფერადი წრე ან ლაქა ჩანს, ამ დროს შენი ანგელოზია სიახლოვეს და ფოტოზე აისახება, მჯერა, რომ ეს სიკეთის, სიმშვიდის ჯანმრთელობის და სიძლიერის წრეა. გილოცავ დე, დღეს 3 თვის გახდი, 3 თვეა, რაც ბუნებრივ კვებაზე ხარ და ყოველი თვის აღნიშვნა კიდევ უფრო მიხარია ამ ერთობის ხაზგასასმელად, ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ჩემი ნაწილი მოგცე, გილოცავ, აივი, დღეს გავქრისტიანდით".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×