დახურვა
სტილი
27.11.2021

მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძეს, საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.

გარდა წარმატებული კარიერისა, ნინო სურგულაძე ყურადღებას საკუთარი პირადი ცხოვრებითაც იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ის ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობდა, 2019 წელს გაამხილა, რომ მას გვერდით ჰყავდა საყვარელი მამაკაცი და ისინი მალე ტყუპების მშობლები გახდებოდნენ. ნინო სურგულაძესა და მის მეუღლეს, გიორგი ინწკირველს ტყუპები, ზაქარია და ნატალია 2020 წლის ივნისში შეეძინათ.

ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ კადრებს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მის მიერ ბოლოს გაზიარებულმა კადრებმა: „ულამაზესი ქართველი ქალი", „დედობამ კიდევ უფრო დაამშვენა", „ანგელოზი ზეციური ხმით", „საოცარი ადამიანი" - წერენ „ინსტაგრამზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×