დახურვა
სტილი
29.11.2021

„მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი 28 ნოემბერს იუბილარი იყო. ის 30 წლის გახდა და ეს მნიშვნელოვანი დღე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა. ჯანეტმა დაბადების დღისთვის ფოტოსესიაც მოაწყო და ულამაზესი კადრები გამომწერებსაც გაუზიარა: „გილოცავ ულამაზესო, ბედნიერი იყავი სულ“, „ისეთივე ლამაზი ცხოვრება გქონდეს, როგორიც ხარ“, „სოცარი გოგოს დაბადების დღეა“ - წერენ „ინსტაგრამზე“.

ჯანეტმა იუბილე მყუდრო გარემოში საყვარელი ადამიანების თანხლებით აღნიშნა. მას ვარდისფერი პიჯაკი ეცვა და ტორტიც ვარდისფერი ჰქონდა, რომელსაც მისი გამოსახულებები ამშვენებდა. წვეულებას ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუაც ესწრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×