დახურვა
სტილი
29.11.2021

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. სულ ცოტა ხნის წინ თამომ ოჯახთან ერთად ევროპაში იმოგზაურა და ულამაზესი კადრები გამომწერებსაც გაუზიარა.

ამჯერად თამო ვაშალომიძე და აკა სამხარაძე შვილის, მაქსიმეს იუბილეს აღნიშნავენ და ოჯახურ კადრებს გამომწერებსაც უზიარებენ. მაქსიმე ერთი წლის გახდა, მშობლებმა კი მას ეს დღე სადღესასწაულო დეკორაციებითა და ტორტით გაულამაზეს. „ჩვენი სიყვარული ბიჭი დღეს 1 წლის გახდა. უბედნიერესი ვარ, რომ შენი დედა მქვია, ძალიან მიყვარხარ” -  წერს თამო ვაშალომიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×