დახურვა
სტილი
24.05.2021

გიორგი გაბუნიამ დაოჯახება დააჩქარა და ამის მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები, პანდემიაა. სწორედ ეპიდემიისა და მისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო, აპირებს შოუმენი მალე დაქორწინებას:

„უახლოეს მომავალში დავქორწინდებით. პანდემია როგორც კი დასრულდება, აუცილებლად მოვიყვან ცოლს და ქორწილსაც გადავიხდით. ალბათ, მანამდე ჯვარს დავიწერთ, ხელს მოვაწერთ და ერთად გადავალთ საცხოვრებლად. პანდემიამ, შესაძლოა, ქორწილის გადახდაში შემიშალოს ხელი, მაგრამ დაქორწინებაში – არა. უახლოეს ორ-სამ თვეში დავიწერთ ჯვარს და ერთად გადავალთ საცხოვრებლად. ხშირად ვფიქრობ, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ამ პროცესს ღელვაც ახლავს, მაგრამ ადამიანი ხომ იმისთვის მოდის ამქვეყნად, რომ სიცოცხლე გააგრძელოს, ოჯახი შექმნას და შვილები ეყოლოს, ეს ყველაფერი გადაწონის იმ ღელვას, რაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის აღებას უძღვის წინ,“- ამბობს გიორგი გაბუნია ჟურნალ „თბილისელებთან.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×