დახურვა
სტილი
07.12.2021

დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე, იმის გამო, რომ ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია, საკმაოდ ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. აქედან გამომდინარე, სოციალურ ქსელებში მას ქალბატონები ხშირად მიმართავენ თავის მოვლასთან დაკავშირებული რჩევებისთვის.

მე მაქვს ვლოგი, სადაც ქალებს „ფეშენ“ და „ბიუთი“ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებ. მინდოდა, ამ მიმართულებით საინტერესო ვიდეოები შემეთავაზებინა ჩემი გამომწერებისთვის და „იუთუბ“ არხის გაკეთებასაც ვაპირებ, თუმცა მანამდე „პოსტივიმ“ ჩემთან ერთად რუბრიკა გააკეთა ამ თემებზე და მასში განხილული საკითხები უფრო ვრცლად, ვიდეოს სახით აიტვირთება ჩემს ვლოგზე. მგონია, რომ ძალიან საინტერესო იქნება ქალებისთვის, რადგან ყველა გოგოს გვაინტერესებს, როგორ გავალამაზოთ და უფრო მეტად დახვეწილი გამოვაჩინოთ ჩვენი სხეული. რადგან მე პროფესიით დიზაინერი ვარ და ამ თემისთვის ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მაქვს დათმობილი, მინდა, ის, რაზედაც ბევრი მაქვს ნაფიქრი, გოგონებს პირდაპირ გაფილტრული სახით მივაწოდო...

ყველას ჰგონია, რომ „სწერვა“ ვარ, მაგრამ რატომ, არავინ იცის. რეალურად ასეთი არ ვარ და ვინც გამიცნობს, მეუბნება, მეგონა, ისეთი მკაცრი იყავი, წესიერად ვერც დაგეკონტაქტებოდიო. არ ვიცი, შეიძლება, ვიზუალი მაქვს ასეთი, მაგრამ სარკეში რომ ვუყურებ ჩემს თავს, არ მგონია, რომ ასეთი საშიში ვიყო. მიხარია, რომ სინამდვილეში არ ვარ ასეთი და როცა პირადად გამიცნობენ, ამაში თვითონაც რწმუნდებიან",- განუცხადა ეკა ბალანჩივაძემ "თბილისელებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×