დახურვა
სტილი
09.12.2021

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულის იმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში მომღერალ ნეკა სებისკვერაძეს დაბადების დღეს ულოცავს და იუბილართან მეგობრობის ისტორიას ემოციურ პოსტს უძღვნის:

"ბავშვობიდან მოყოლებული მთელი წლის განმავლობაში ველოდები ხოლმე 9 დეკემბერს, რადგან ჩვენს სამეგობროში ეს თარიღი უძვირფასეს ნეკას უკავშირდება.

ვინ მოთვლის რამდენი 9 დეკემბერი გვაქვს ერთად გატარებული დაუვიწყარი და უტკბილესი მოგონებებით!

ამასობაში გავიზარდეთ და ჩვენი მეგობრობა, ურთიერთ სიყვარული და გულშემატკივრობა გრძელდება დღესაც, იქნება ვიდრე ვისუნთქებთ და ვიაზროვნებთ, რადგან ნეკა ის უნიკალური გოგოა, ვისთან ურთიერთობაც ნამდვილი ბედნიერებაა!

ვულოცავ ჩემ მეგობარს მორიგ 9 დეკემბერს, თარიღს, რომელმაც მოგვივლინა ამხელა სიკეთე და სინათლე!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×