დახურვა
სტილი
09.12.2021

ჩემი სახლი ისედაც ძალიან ჯადოსნურად არის განათებული, მიყვარს განათებები, დაბალი შუქი, ისედაც მყუდრო გარემოა. ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა შემოხვიდე, ისედაც ტოვებს მორთულის შთაბეჭდილებას. ახლა, როცა ნაძვის ხე დავდგით, გარემო კიდევ უფრო განათდა, თან, ბუხარიც გვაქვს.

ძალიან მიყვარს სუფრის განწყობა, წითელი სანთლებით, ლამაზად. გოზინაყსაც ყოველთვის ჩემით ვაკეთებ, დედაჩემის რეცეპტით. ულუფებს ზუსტად ვიცავ.

ბავშვები ახლა აქ არ არიან, ამერიკაში არიან მამასთან ერთად. ასე გვაქვს განაწილებული, რომ ახალ წელს იქ ხვდებიან და იანვარში ჩამოვლენ.

აქედან ბავშვებს ამერიკაში ვუგზავნი ხოლმე საჩუქრებს, კარგია, რომ ონლაინ გამოწერა არსებობს. მე და ნიკაც, რა თქმა უნდა, ვცვლით საჩუქრებს. ასევე მეგობრებთან ერთად ვთამაშობ საიდუმლო სანტასაც…

რადგან ახალ წელზე ვსაუბრობთ, ბოლოს, მინდა ყველას ვთხოვო, – რომ ახალ წელს აივნიდან ფოიერვერკებს რომ ისვრიან, ძალიან დიდი საშიშროების შემცველია. ცხოველებს დიდ ზიანს ვაყენებთ, ადამიანებიც ზიანდებიან და ძალიან დიდი მოფრთხილება გვმართებს ყველას. სამწუხაროა, რომ ადამიანები არ ითვალისწინებენ ასეთ მნიშვნელოვან დეტალებს…

წყარო: fortuna.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×