დახურვა
სტილი
09.12.2021

თათია თექთურმანიძისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ერთმანეთის პარტნიორები არიან და მაყურებელს ყოველთვის ულამაზეს შოუს სთავაზობენ.

ბოლო პირდაპირი ეთერის დროს, ქართულ ტურში, თათიამ და ოთომ „სუხიშვილების“ მოცეკვავეებთან ერთად ცეკვა „სადარბაზო“ შეასრულეს. „ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი, ყველაზე ემოციური და მნიშვნელოვანი ტური ჩემთვის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ “სუხიშვილებთან“ ერთად ერთ სცენაზე ვიცეკვებდი და უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ამის საშუალება მომეცა. მაინტერესებს თქვენი შთაბეჭდილებები, როგორ მოგეწონათ ჩვენი ნომერი?“ - წერდა თათია „ინსტაგრამზე“. ნაციონალურ სამოსში გადაღებულმა ფოტოებმა კი სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა: „ძალიან კარგები ხართ, ფორმა ძალიან გიხდებათ“, „თათია, ნამდვილი თამარ მეფე ხარ“, „საოცარი წყვილი ხართ“ - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×