დახურვა
სტილი
09.12.2021

მომღერალ ნინო ჩხეიძეს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას და სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია. ინტერესი ნინო ჩხეიძის სტილის, ვიზუალისა და პირადი ცხოვრების მიმართ კი საზოგადოებაში მუდმივად არსებობს.

ამჯერად ნინომ დილის გადაცემაში წონის პრობლემის შესახებ ისაუბრა და მაყურებელს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა: „სულ ვფირობ, რომ მსუქანი ვარ. ყოველთვის ვიცი, სად რამდენი კილო ვარ... ყოველ დილით აუცილებლად უნდა ავიწონო და ვიცი, რომ არ არის ნორმალური. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს და ტრენდებს. რომ გკითხავენ, რამდენი კილო ხარო, რომ იტყვი, 60 და შეშფოთებულები გიყურებენ... „ვაიმე, გასუქდი?“ - ეს ძალიან მოქმედებდა ჩემზე. ერთხელ გადავწყვიტე, მეც ვყოფილიყავი ძალიან გამხდარი. მივედი ენდოკრინოლოგთან და დავიწყე სწორი კვება. ამის შედეგად გავხდი 49 კილო, მაგრამ რაც უფრო ვხდებოდი, მით უფრო მსუქანი მეჩვენებოდა ჩემი თავი“ - განმარტა ნინო ჩხეიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×