დახურვა
სტილი
10.12.2021

წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე" 260 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.

ამჯერად ნუცა ბუზალაძე ფლორიდაში იმყოფება და კადრებს ულამაზესი სანაპიროდან აქვეყნებს. ნუცას ფოტოებს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მისი გამომწერების ნაწილი ფოტოებმა აღაფრთოვანა, ნაწილი კი გააღიზიანა. „ნუცა, ძალიან ნიჭიერი და ლამაზი გოგო ხარ, რატომ წარმოაჩენ საკუთარ თავს ამ ფორმით?", „მომხიბვლელი და საოცარი გოგო", „ნუცა, შესანიშნავ ფორმაში ხარ" - წერენ „ინსტაგრამზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×